რაგბის კავშირში დღეს პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ადილზე იმ კლუბების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც არჩევნებზე სოსო ტყემალაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, მათ რაგბის კავშირის პრეზიდენტთან კითხვები აქვთ. მაგალითად, - როგორი იქნება საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატი ახალი სეზონიდან, შემცირდება, თუ არა კლუბების რაოდენობა, შემცირდება, თუ არა დაფინანსება. მათ ასევე აინტერესებდათ რა მოხდა რეალურად ლიეტუვას 7 კაციან ნაკრებთან მიმართებაში.
ვეტერანმა მორაგბემ სიმონ მაისურაძის განცხადებით, დღეს ისინი რაგბის კავშირში უბრალოდ რჩევის მისაცემად იყვნენ მისულები, რადგან კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილნი არ იყვნენ. ადგილზე კი მალევე გამოჩნდა სპეცნაზი და კრიმინალური პოლიცია, რაც, მისი აზრით, სრულიად უადგილო იყო.
"ამ ფორმით, დაუგეგმავად, როდესაც პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არიან შეხვედრაზე ზუსტად ამ საკითხებზე ერთ-ერთ კლუბთან, ლოკომოტივთან და 30 კაცი მიდის ესე კავშირში, იქ დადგება და იძახის, რომ პრეზიდენტი გვემალება, ეს სწორია? ეს ხომ არ არის სიმართლე. პრეზიდენტი საქმის კურსშიც კი არ იყო იქ რომ მიდიოდნენ. ჰკითხეთ როდის გაუფრთხილებიათ და არ შეხვედრიათ." - განაცხადა ბაჩო ხურციძემ, რაგბის კავშირის ვიცე- პრეზიდენტმა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი