03 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა

175 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. COVID -19-ის შემთხვევები მატულობს ბრაზილიაში, სადაც ვირუსით ნახევარ-მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი.

პორტუგალიაში კი, ინფიცირებულთა მატების გამო შესაძლოა ლოკდაუნი გახანგრძლივდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 92 ქვეყანას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია Pfizer-ის 500-ს მილიონ დოზას COVAX პლატფორმით საშუალებით გადასცემს. დეტალების შესახებ შტატების პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადებს.

სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კი მომდევნო თვიდან შეზღუდვებს ამსუბუქებს კანადა. ჩეხეთის ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აცრიან.

დღის ამბები