05 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
მომსახურე პერსონალზე თვალთვალის გამო კომპანია IKEA 1 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

ცნობილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია "იკეა" 1 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

ფრანგულმა სასამართლომ კომპანია IKEA სოლიდურინ თანხით მას შემდეგ დააჯარიმა, რაც შვედურ ავეჯის მწარმოებელ ორგანიზაციას ბრალი პერსონალზე თვალთვალში დასდეს.

"იკეას" საფრანგეთის ფილიალის ყოფილ თანამშრომელს, ჯენ ლუის ბაილოტს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა და 50.000 ევროთი დაჯარიმდა.

მტკიცებულებების მოპოვება 2012 წლის დოკუმენტებიდან შეძლეს. კომპანია კერძო დეტექტივების მეშვეობით აგროვებდა ინფორმაციას მათ მომსახურე პერსონალსა და სტაფზე.

საქმის ერთ-ერთი მთავარი დეტალი კი ისაა, რომ კომპანიამ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურიდან ოთხი მენეჯერი გაუშვა და ახალი წესდება შემოიღო.

საქმეში ასევე გარეულები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ბრალი ინფორმაციის არაკანონიერი გზით მოპოვებასა და შენახვაში ედებათ.

ჯამში ვერსალის სასამართლომ უკანონო თვალთვალისთვის ბრალი 15 ადამიანს დასდო.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები