რუსთაველის გამზირზე, სადაც მდუმარე აქცია მიმდინარეობს ვითარება ისევ დაიძაბა. ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილებმა სიძულვილის ჯგუფებმა შეძლეს პოლიციის პირველი კორდონის გარღვევა. ისმის აგრესიული შეძახილები და არის ბოთლების სროლა.
პოლიცია ძალადობრივი ჯგუფის წევრებს აკავებს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. მიმდინარეობს დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.