20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
თუ რეგულაციები არ შესრულდება, სიტუაცია დამძიმდება - სამედიცინო სფეროს ექსპერტები

სამედიცინო სფეროს ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ მსგავსი დინამიკით გაგრძელდა ვირუსის გავრცელება, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს.

თსსუ-ს პროფესორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა COVID-19-ის რომელი შტამი იქნება გავრცელებული. პროფესორის თქმით, მათი არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ბობოქრობს და ჩვენ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვაკეთებთ.

"ალფა იქნება ეს, გამა, ბეტა თუ ნებისმიერი, რაც გინდა დავარქვათ, ეს თუ ყველაფერი არის, მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსული შტამი ბობოქრობს და ჩვენ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვაკეთებთ ისეთს, რომ შევწყვიტოთ მისი მოქმედება.

თუ ჩვენ იმ რეგულაციებს არ შევასრულებთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აბსოლუტურად აზრი არა აქვს ვირუსის სახელების და ა.შ. შემოღებას," - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია ისედაც გაუარესებულია და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება და მოსახლეობა ყველა საჭირო რეკომენდაციას არ დაიცავს, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

"ჩვენთან, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და თუ სწორ დასკვნებს არ გამოვიტანთ და არ იქნება შესაბამისი ღონისძიებები გატარებული და მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. ტალღაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა თუ ასეთი დინამიკით გაგრძელდა ახალი შემთხვევების მატება და პლუს რეკომენდაციები არ შესრულდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები