19 მაისი 2022,   20:17
ვრცლად
ჩემმა ჩინურმა "სინოფარმმა" უკუაგდო სიცხე სამ დღეში, მე რომ "ფაიზერისთვის" მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი - იდა ბახტურიძე

ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე კოვიდინფიცირებულია. მას ვირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაემართა. 

"მე, როგორც კოვიდიანი, გეტყვით, რომ აშკარად ჩემმა ჩინურმა "სინოფარმმა" უკუაგდო სიცხე სამ დღეში და ვდგავარ ფეხზე. მალე კარგადაც უნდა გავხდე. მე რომ აქამდე "ფაიზერისთვის" მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი ახლა და ვერც დღეს დავრეგისტრირდებოდი. ჰოდა, გაიკეთეთ რაცაა ყველამ. ბრენდები "ტუფლებზე" უმოწმეთ ისევ ერთმანეთს,"-  იდა ბახტურიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

ამასთან, "ღამის კურიერში" სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რეკომენდაციების დაცვა ვერ შეძლო - ნიღბის ტარება და პირადი ნივთების დეზინფექცია. 

"ღია სივრცეში, ხალხმრავალ გარემოშიც მიწევდა აქციების გამო კომუნიკაცია ადამიანებთან, მაგრამ 2 დღე გავატარე აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან ერთად დახურულ სივრცეში, ანუ მგონია, რომ დავინფიცირდი დახურულ სივრცეში, ნიღბის გარეშე კომუნიკაციის დროს და დეზინფექციას ვერ ვუტარებდი ნივთებს იმ დღეების განმავლობაში, როგორც სხვა დღეებში ვაკეთებ ხოლმე.

პირბადე ნამდვილად იცავს, დეზინფექცია და სხვა რეკომენდაციებიც და მათ შორის, ვაქცინა არის გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დაინფიცირდება, არ მოხვდეს რეანიმაციაში, ან კლინიკაში," - აცხადებს იდა ბახტურიძე.

დღის ამბები