რატომ იზრდება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები - ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსახლეობამ რეგულაციების მოხსნა არასწორად გაიგო და დარჩენილ არცერთ რეგულაციას აღარ იცავს.
"მოსახლეობამ ის სიგნალი მთავრობისგან, რომ მკაცრი შეზღუდვები მოხსნა, გაიგო თავისებურად, გაიგო ისე, რომ მათ ყველა ვალდებულება მოეხსნათ და არ იცავენ არცერთ დარჩენილ რეგულაციას.
შემდეგი მიზეზი, რომ გაზრდილია მობილობა - საკურორტო ზონები გადავსებულია და შესაძლოა, შემდგომი ზრდაც ვერ ავიცილოთ.
საქართველომ, ამ პირობებში, ან უნდა შემოიღოს ისევ შეზღუდვები, ან უნდა შეეგუოს ამ გაზრდილ რაოდენობასთან თანაცხოვრებას.
წინა პლანზე ახლა გამოდის კლინიკური სექტორი, რადაც არ უნდა დაუჯდეს ქვეყანას, უნდა უზრუნველყოს ყველა ავადმყოფის - იქნება ეს ათასი, 2 ათასი თუ 3 ათასი აქტიური პაციენტი, იქნება 14 ათასი თუ 20 ათასი - უნდა უზრუნველყოს ყველა პაციენტის შეუფერხებელი და დროული, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.