20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაკავებულს ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარვას მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

გია გიუაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, 5-6 ივლისს ძალადობის ფაქტზე სულ დაკავებულია 29 პირი.

დღის ამბები