20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა აქტიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
 
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, სადაც გუშინ დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით, აწარმოებენ აქტიურ გაწმენდით სამუშაოებს, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში, ამ დროისათვის გზა უკვე განვლადია, ხოლო უმოკლეს ვადებში სრულად იქნება აღდგენილი საავტომობილო მიმოსვლა.
 

დღის ამბები