27 წლის ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს 3:1 სძლია.
ქაჯაიამ ტოკიოს თამაშების ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს გაეჯიბრება.