26 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
ორდღიანი ძებნის შემდეგ აბაშაში დაკარგული მამაკაცი სენაკში, ნასვამ მდგომარეობაში ახლობელთან იპოვეს

აბაშაში თხილის საკრეფად წასული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მას პოლიციასთან ერთად დილიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც ეძებდნენ.

საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც სოფელ მარანში თხილნარის ტეტრიტორიაზე, სადაც ის რამდენიმე ადამიანთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული, ასევე ახლომდებარე ტბაშიც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ძიებაში მყვინთავებიც ჩაერთვნენ. 

"​რუსთავი 2"-სთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ სენაკში, ახლობელთან ნასვამ მდგომარეობაში იპოვა. 

დღის ამბები