23 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
ყველაზე მეტი ადამიანი, 17 აგვისტოს მონაცემებით, აჭარის რეგიონში აიცრა - COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ ეტაპზე აცრილია 831 815 ადამიანი, დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, დღიურად აცრილია 25 083 პირი. 

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს რეგიონების მიხედვით. ყველაზე მეტი ადამიანი, 17 აგვისტოს მონაცემებით, აჭარის რეგიონში აიცრა. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

აჭარა - 3 881

იმერეთი  - 3 232

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 993

შიდა ქართლი  - 1 535

კახეთი - 1 428

ქვემო ქართლი - 983

სმცხე- ჯავახეთი - 698

მცხეთა - მთიანეთი - 673

გურია - 625

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 167

დღის ამბები