საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ფორმულა" წერს, რომ მოსამართლემ თავდაპირველად დავით კეზერაშვილს 10 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე 6 წლის წინ აღიძრა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა. საქმეზე სასამართლო წარმოება რამდენიმე დღის წინ განახლდა.