16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
არჩევნებზე ბელარუსი დამკვირვებლების ჩამოყვანა აღმაშფოთებელია - ნინო გოგუაძე 

2 ოქტომბრის არჩევნებზე ბელარუსი დამკვირვებლების ჩამოყვანას "დროა" ბრიფინგით გამოეხმაურა. ნინო გოგუაძის თქმით, სხვა ქვეყნის დამკვირვებლებს შორის ბელარუსის დამკვირვებლების ხილვა აღმაშფოთებელია.

მიაჩნია, რომ ქვეყანა, სადაც დიქტატურაა დამყარებული, ჩვენი ქვეყნის არჩევნებს არ უნდა აკვირდებოდეს, რადგან 2 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

"ამ არჩევნებს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია დაესწრება დამკვირვებლად. აღმაშფოთებელია ამ ჩამონათვალში ბელარუსის ცესკოს ხილვა. მოგეხსენებათ, რომ ბელარუსში დიქტატურაა დამყარებული, ბელარუსთან სულ ცოტა ხნის წინ КГБ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სრულიად ცხადი ხდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გეზი და ტრაექტორია," - აცხადებს პარტიის "დროა" წევრი ნინო გოგუაძე. 

დღის ამბები