თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში სუროგატი ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მოხდა.