სკანდალურ კადრებში, რომელსაც ერაყელი სამართალდამცველები ავრცელებენ ჩანს, თუ როგორ ძარცვავენ ქართველები შეიხის სახლს.
ქართველმა ქალმა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყის ქალაქ დიუოკში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა - 2 მილიონ 600 ათასი დოლარი, ასევე 4 კილო ოქრო მოიპარა.
პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.
მათივე ცნობით, ქართველმა ქალმა სახელად მარიკამ შეიხის სახლი 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად გაძარცვა.
სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ძარცვაში მონაწილეობა მიიღეს - ლანჩხუთის მკვირდმა, 1986 წელს დაბადებულმა თენგიზ შაინიძემ, ლენტეხის მკვიდრმა - 1994 წელს დაბადებულმა ცოტნე მჭედლიძემ და ცაგერის მკვიდრმა - 1987 წელს დაბადებულმა აკაკი საგინაძემ.