სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს. ხილის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მიღებული ვაშლი კონცენტრატად გადამუშავდება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.