20 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
მარნეულში დააკავეს ძმები, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში გადააგდეს

"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ძმები, რომლებმაც შურისძიების მოტივით ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს და არხში გადააგდეს. სამართალდამცველებმა ძმები განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 

მამაკაცი გარდაიცვალა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი პირადი შურისძიებაა.


"კურიერი" დეტალებს შემთხვევის ადგილზე და შსს-ში არკვევს.

დღის ამბები