22 დეკემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ხმა ისმის - ისინი დახმარებას ითხოვენ

ბათუმში 7 სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის, რომლებიც შველას ითხოვენ. მაშველები და უბრალო მოქალაქეები კი ტერიტორიას ნარჩენებისგან ასუფთავებენ, რადგან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეძლონ. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. 

პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ნანგრევებიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს, ერთი მათგანი არასრულწლოვანია. 

დღის ამბები