12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია უკვე დაწყებულია - პედიატრი, თემურ მიქელაძე ბავშვთა იმ ჯგუფებს გამოყოფს, რომელ კატეგორიაშიც იმუნიზაცია საქართველოში უკვე დასაშვებია.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე ორშაბათიდან დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტების და ჩვენ კლინიკაში, კონკრეტულად კავკასიის მედიცინის ცენტრში, რამდენიმე ბავშვი უკვე აიცრა კიდეც.
გარდა ამ ბავშვების ჯგუფისა, რომელიც იყო რისკ-ჯგუფები, არის მშობლების მოთხოვნით, საზღვარგარეთ როცა მიდიან სასწავლებლად ბავშვები ან სხვა სპორტულ აქტივობებზე, თუ ქორეოგრაფიულ აქტივობებზე და ა.შ. და ის ქვეყნები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვენ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას და შესაბამისად, ასეთი რამდენიმე პაციენტი, ჩვენ პირველად გუშინ უკვე ავცერით," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.