27 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ATP 1000 Masters Indian Wells-ის ნახევარფინალშია

ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში, მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. 

მატჩი სამ სეტში, ანგარიშით 6:4; 2:6; 6:4 დასრულდა და ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალში გავიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

აქამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ მეტოქეს ორჯერ, 2019 წელს შეხვდა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

დღის ამბები