20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც აცრების მაჩვენებელი იყო დაბალი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიპისა და კორონავირუსის ერთდროულად გავრცელების გამო გაორმაგებულ რისკებზე საუბრობს. თამარ გაბუნია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იმ რეგიონებშია, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია:

"შემთხვევების რაოდენობა მაღალია განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც აცრების მაჩვენებელი იყო დაბალი. მოსალოდნელია ასევე გრიპის ცირკულაციის გააქტიურება ზამთრის პერიოდში, ამდენად ეს ტვინდემიის ტერმინი, რომელიც გაჩნდა, ასახავს იმ გაორმაგებულ რისკებს, რომელიც უკავშირდება ერთდროულ მიმდინარეობას როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის. აქაც გამოსავალი არის რეგულაციების დაცვა, პირბადის გამოყენება და ვაქცინაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები