16 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა და  სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორ მან მედიასთან განაცხადა, თუ გუშინ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გზავნილში  მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწუნებდა და  ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც იგივეს ურჩედა, დღეს ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია დეპუტატებმა არ დატოვონ მანდატი, რადგან ის ამ მიმართულებით ხედავს ორ პრობლემას.

პირველი: თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ექნებათ საპარლამენტო მანდატი, მაშინ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში; ხოლო მეორე მიმართულება ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და 3%-იანი ბარიერით.

ამიტომ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, არ მიიღონ აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და არ გააუქმონ საპარლამენტო მანდატები და მონაწილეობა მხოლოდ კენჭისყრის პროცესში მიიღონ, რაც უზრუნველყოფს შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

"ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის და ასევე მეორე: საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ - ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ - ასე იქნება. მან ასევე მადლობა გადაუხადა "ლელოს" ფრაქციას, ვინაიდან მან მოისმინა პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რაც გაჟღერდა დილით და თქვა, რომ ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯები იმ გამოწვევების პირისპირ, რასაც ხელისუფლება სჩადის," - განაცხადა ეკატერინე ხერხეულიძემ.

დღის ამბები