08 სექტემბერი 2026,   04:04
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, საკოორდინაცი საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, რადგან დიდი ქალაქებში, რომლებიც 10-15 პროცენტით ჩამორჩებიან 60%-იან სამიზნე მაჩვენებელს, სრულად მოხდეს ვაქცინაცია. 

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, 5 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა.

ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 პაციენტი  რეანიმაციულ განყოფილებაში, ამასთან ერთად ბუნებრივია, ფუნქციონირებს კოვიდ სასტუმროები, 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

საკოორდინაცი საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე, კვლავაც ჩაითვალა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება, როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში.

რამდენიმე ქალაქი უკვე 10-15% ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მოხდეს ვაქცინაციის პროგრამის მოცვა, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი. შედარებით უფრო ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში ვაქცინაციის მაჩვენებლის და პროგრამების მნიშვნელოვნად გააქტიურება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ

დღის ამბები