19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
კაფსულა ევთანაზიისთვის, რომელსაც ადამიანი თავად მართავს - აპარატის გამოყენება შვეიცარიაში მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი

შვეიცარიაში ლეგალური გახდა  ნებაყოფლობითი ევთანაზიისთვის კაფსულის - Sarco-ს გამოყენება, რომელიც 3D პრინტერითაა დამზადებული. ამის შესახებ swissinfo წერს.

2020 წელს ევთანაზიის მეშვეობით, შვეიცარიაში სიცოცხლეს 1300-მდე ადამიანი დაემშვიდობა. ამ ეტაპზე ეს შესაბამისი ხსნარის მიღების მეშვეობით ხორციელდება.  წამლის მიღების შემდეგ ადამიანი 2-5 წუთში იძინებს, შემდეგ ვარდება ღრმა კომაში, მალე კი უკვე სიკვდილიც დგება.  Sarco ევთანაზიის მსურველებს განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს - კონტროლირებადი ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

3D პრინტერით შექმნილი კაფსულა შიგნიდან აქტიურდება სიკვდილის განზრახვის მქონე ადამიანი მიერ. აღნიშნული მოწყობილობის მიტანა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, ეს შეიძლება იყოს სპეციალურად შერჩეული იდეალური გარე  სივრცე, ან ევთანაზიაში დამხმარე ორგანიზაციის შენობა.

ადამიანი წვება კაფსულაში, მას რიგ შეკითხვებს უსვამენ და შესაბამისი პასუხების მიღების შემთხვევაში, მას უფლება აქვს, დააჭიროს თითი კაფსული შიგნით არსებულ ღილაკს, რითიც ააქტიურებს მოწყობილობას. კაფსულა აღჭურვილია მექანიზმით, რომელიც ავსებს მის ინტერიერს აზოტით და სწრაფად ამცირებს ჟანგბადის კონცენტრაციას ჰაერში 21-დან 1%-მდე. 

აპარატის შემქმნელი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მისი გამოყენება უკვე 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები