02 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
იაპონიამ კურილიის კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად გამოაცხადა 

იაპონიამ კურილიის ოთხი კუნძული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარა. 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიურ დიპლომატიურ ანგარიშში კუნძულები, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კურილიას უწოდებს, "ჩრდილოეთის ტერიტორიებად" მოიხსენია.

ინფორმაციისთვის: იაპონიას კუნძულების მიმართ ტერმინი უკანონოდ ოკუპირებული 2003 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. აღნიშნულ კუნძულებს ქვეყანა იაპონიის ტერიტორიებად განიხილავს, რომელზეც მას სუვერენული უფლება აქვს, თუმცა ამჟამად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

გასათვალისწინებელია, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა.

სადავო კუნძულები საბჭოთა კავშირის ძალების მიერ 1945 წელს იქნა მიტაცებული.

დღის ამბები