23 დეკემბერი 2024,   08:17
ვრცლად
მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება, იქნება გრძელვადიანი მშვიდობა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობის გრძელვადიანი გარანტია და საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ.

ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს.

ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები