გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და გიჭირს მარაგების მართვა? მაშინ აუცილებელია უფრო მეტი გაიგო ოპტიმოს შესახებ.
ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელს მართოს ბიზნესი სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკონტროლოს მარაგები, აღრიცხოს შემოსავლები, იხილოს სტატისტიკები და ანალიტიკა. იგი გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითაც აძლევს საშუალებას ბიზნესს, მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა რაოდენობის პროდუქტი გაქვს დახლებზე, რამდენი დარჩა საწყობში და რისი მარაგი ამოიწურა, ძალიან გაგიჭირდება ბიზნესის სწორად მართვა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა მაღაზიის პროგრამა ოპტიმო, რომელიც გარდა მარაგების აღრიცხვისა ბევრ საინტერესო ინფორმაციას იძლევა.
პროგრამა ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს ზედნადებების ატვირთვისა და დადასტურების პროცესს.
ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება იქნება ეს დრაივები, ქიმიის, აქსესუარების, ავტო ნაწილების მაღაზიები, ხილ-ბოსტანი თუ კვების ობიექტები. ის იძლევა საშუალებას მენეჯერმა იფიქროს, მენიუს თუ პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, სერვისსა და მომსახურებაზე, რადგან პროგრამა მარტივად აღრიცხავს მარაგებს, იძლევა მონაცემებს შემოსავლებსა და მოგებაზე, გაყიდვებსა და შესყიდვებზე. ეს ინფორმაცია სტატისტიკის სახით ხელმისაწვდომია ბიზნესის მესაკუთრისთვის, რომელიც მისი გაანალიზების შემდეგ გადადგამს სწორ ნაბიჯებს განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ოპტიმოს დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან. მას აქვს ორი სამუშაო სივრცე - მოლარეებისთვის და მენეჯერებისთვის.
მენეჯერებისთვის განკუთვნილი სივრცე არ მოითხოვს რაიმე სპეციალური პროგრამის შესწავლას, ის ბიზნესის მართვას აადვილებს. მოლარის სივრცე კი უქმნის კომფორტს როგორც მომხმარებელს, ასევე თავად მოლარეს, რომ დროულად და სწრაფად აწარმოოს გადახდები, არ ალოდინოს მომხმარებელი როცა წინა შეყოვნდება და შეძლოს ჩეკის გადართვა, რათა არ წარმოიშვას რიგები და უკმაყოფილება.
როგორ გამოვიყენოთ ოპტიმო?
თუ დაინტერესდით ამ მრავალმხრივი პროგრამით ეწვიეთ საიტს optimo.ge, მოითხოვეთ დემო, შეავსეთ აპლიკაცია თქვენი პირადი ინფორმაციითა და კომპანიის დასახელებით და დაელოდეთ წარმომადგენელს, რომელიც ყველა თქვენს კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ.
აღსანიშნავია, რომ ოპტიმოს გამოყენება 14 დღის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ, შემდეგ კი თვეში 40 ლარად შეძლებთ გყავდეთ „მეგზური“, რომელიც თქვენთან ერთად იზრუნებს ბიზნესის წარმატებაზე.
R