08 სექტემბერი 2026,   01:14
ვრცლად
ქართველი მოკრივეების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი მოკრივეების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა.

ქართველ მოკრივეებს ამ დრომდე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული, 1993 წელს თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარებულ ევროპირველობაზე ჩემპიონობა გიორგი კანდელაკმა იზეიმა.


2022 წლის კონტინენტის პირველობაზე კი, ჩემპიონის წოდება სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყურშიტაშვილმა მოიპოვეს.

დღის ამბები