19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ეროვნული გუნდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა - პირველი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფის ლიდერია

პირველი გამარჯვება ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაში - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, "დინამო არენაზე", გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა. სტუმართა კარი კვარაცხელიამ, კაშიამ, მიქაუტაძემ და ყაზაიშვილმა აიღეს.

C ლიგის მეთხე ჯგუფს, პირველი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3 ქულით ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ინაწილებენ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 ივნისს, რაზგრადში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები