06 სექტემბერი 2026,   09:48
ვრცლად
რაგბის კავშირმა "დიდი 10" - ის ფინალის მთავარი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი ავტომობილით დააჯილდოვა

საქართველოს რაგბის კავშირმა "დიდი 10" -ის ფინალის მთავარი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი დააჯილდოვა.

საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს, კავშირის გადაწყვეტილებით ავტომობილი გადაეცა. საჩუქარი ნიკა ამუშეკელისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია "დიდი 10" -ის ფინალის დასრულებისთანავე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმი და ბოლნისი დაუპირისპირდა. მატჩი 17 წლიანი პაუზის შემდეგ "დინამო არენაზე" გაიმართა. 

დღის ამბები