12 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
მეხუთე დღეა შეერთებული შტატებში ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან - კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკვე მეხუთე დღეა, შეერთებული შტატებში ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან. მაღალი ჰაერის ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ათასობით ჰექტარი დამწვარი ტერიტორია, ათობით განადგურებული სახლი და ავტომანქანა - კალიფორნიაში ხანძრები უჩვეულო არ არის, მაგრამ ყოველ წელს სტიქია ინტენსიურ ხასიათს იღებს. სტიქიის ზონიდან 6 ათასზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

94 წლის რუთ კლარკი ერთ-ერთია, რომელსაც სტიქიის გამო საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. მას უკვე მეხუთე დღეა ცხოვრება საკუთარ მანქანაში უწევს.

ცეცხლი იოსემიტის ეროვნულ პარკსაც მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ათასობით მეხანძრე და ვერტმფრენებია ჩართული. ვარაუდობენ, რომ მეხანძრეები სტიქიის გაკონტროლებას უახლოესი დღეების განმავლობაშიც ვერ შეძლებენ. არსებული მონაცემებით, მეხანძრეების კონტროლქვეშ მხოლოდ ცეცხლის კერების 10 პროცენტია.

დღის ამბები