ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში - კვარაცხელიამ გოლი "გოლდენ სტეიტის“ მოთამაშის, სტეფ კარის ჟესტით აღნიშნა, რომლითაც მძინარე ბავშვს ბაძავს. სათქმელი ესაა - მშიდად დაიძინე, ნაპოლიზე ჩვენ აქ ვიზრუნებთ და სანამ გძინავთ, კარგ სიზმრებს ხედავთ, "ნაპოლი" აფეთქებით იწყებს.
კვარაცხელია "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც შეაფასა.
"ხვიჩა დაუფიქრებლად შევიდა ბრძოლებში, რაც შეიძლებოდა გუნდისთვის ნაპერწკალი ყოფილიყო. მაგრამ სრულფასოვანი ფეხბურთელია, მშვენიერი გოლი გაიტანა. მერე კუნთების მცირე დაჭიმვა იგრძნო, დებიუტით აღელვებული იყო. ის ძალიან მოუმატებს“.