22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
თბილისის მერიის, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშება ტარდება

ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის კორტებმა წელს უკვე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა გოგონათა და ვაჟთა შორის. კიდევ ერთმა მასშტაბურმა ტურნირმა აიღო სტარტი დღეს თიხნარის საფარზე, სადაც 15 ქვეყნის 200-მდე ჩოგბურთელი ასპარეზობს და მონაწილეთა ძირითად ბირთვს ქართველი ბავშვები შეადგენენ.

ტურნირის მონაწილეებმა გუშინ საღამოს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მოიყარეს თავი, სადაც კენჭისყრის შედეგებს გაეცნენ და მეტოქეთა ვინაობაც გაიგეს.

შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში, 10 და 16 წლამდე ბავშვებში ტარდება და თითოეული მონაწილე მინიმუმ 4 შეხვედრას მართავს, რაც მათი სათამაშო დონის ამაღლებასა და პრაქტიკის მიღებაში შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო ტურნირი 4 სექტემბერს დასრულდება და გამარჯვებულების ვინაობა ასაკის მიხედვით, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებშიც გაირკვევა. საქართველოს თასის, იგივე თენ პრო გლობალ ჯუნიორ ტურის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულებს, ორგანიზატორებისაგან ფასიანი საჩუქრები და სამახსოვრო პრიზები დაურიგდებათ.

ავტორი : დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები