21 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, რომლებიც მისი ნაცნობები იყვნენ და დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს.

კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა. 

"ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი," - აცხადებს ადგილობრივი.

სამართალდამცავებმა ასევე ამოიღეს ნივთმტკიცების სახით დანა, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, მისმა ნათესავმა - ბიძაშვილმა მიაყენა.

35 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.მ. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში,

 

დღის ამბები