GWP ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქ. N7-თან წყალსადენის ქსელზე დღეს აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 სექტემბერს ვაკის რაიონის ქუჩების ნაწილს 16:00 საათიდან 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაკება შეუწყდება ფალიაშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, თაყაიშვილის, კეკელიძის N1-5 (კენტებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.