15 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
"საქართველოში მყოფი რუსები მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა"- რა ვითარებაა ლარსზე

უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევების ფონზე, რუსეთი დანაკარგების შევსებას მობილიზაციით და ომში სამოქალაქო პირების იძულებით წაყვანით ცდილობს. ამ პროცესს რუსეთის მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი გაქცევით პასუხობს. ვისაც სურს, რომ ომს თავი აარიდოს, რუსეთის დასატოვებლად ყველა საშუალებას იყენებს. თუმცა, ამ დროისთვის ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სადაც გასული დღეების განმავლობაში რიგები არ წყდებოდა, ვითარება შეიცვალა. რუსეთიდან გადმოსული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ოკუპანტი ქვეყნიდან გადმოსულები და ადგილზე მოხალისედ მომუშავეები "კურიერთან" აცხადებენ, რომ ისინი გამოექცნენ პუტინის ომს და არ ეთანხმებიან კრემლის პოლიტიკას.

"მე, თავად, ომის დაწყებისთანავე წამოვედი და ახლა საზღვართან მოხალისედ ვმუშაობ. ზუსტად ვიცი, ჩემს მეგობრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინასთან ომს. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამ უკანონო რეფერენდუმის წინააღმდეგია. საქართველოში მყოფი რუსები მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვიცი რომ თქვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა," - განაცხადა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

დღის ამბები