19 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
"ემეგობრე პოლიციას" - შსს-ს კამპანია ამჯერად ზუგდიდში იმართება

ემეგობრე პოლიციას - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში, რომელსაც შსს აწარმოებს, ამჯერად, ზუგდიდში იმართება ღონისძიებები.

ქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე საათია შემეცნებით-გასართობი აქტივობები ტარდება, რომელშიც უმეტესად მოზარდები არიან ჩართული. აქვე შსს-ს დანაყოფებს ტექნიკა და აღჭურვილობა აქვთ წარმოდგენილი.

კამპანიის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ადგილზე იმყოფებიან შსს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღის ამბები