26 აგვისტო 2026,   12:18
ვრცლად
სომხეთის მეორე პრეზიდენტი და მისი უფროსი ვაჟი დააკავეს

დააკავეს სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი. მასთან ერთად დაკავებულია მისი ვაჟი.

ნტიკორუფციულმა კომიტეტმა ათეულობით მისამართზე, მათ შორის ქოჩარიანების სახლებში, ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გასხვისებისა და ქრთამის მიღების რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ ექვსი ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები