03 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაიხერგა

ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური საავტომობილო გზა ჩახერგილია.

უხვმა ნალექმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც ცენტრალური გზა ჩაიკეტა და ამ დროისთვის ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

დღის ამბები