ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მამასთან ერთად საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა, ის შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო.
მამაკაცი 34 წლის იყო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.