მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, პარამკავჭიდელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ანტალიაში პარამკლავჭიდში 43-ე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მსოფლიოს 54 ქვეყნა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრები. ქართველმა სპორტსმენებმა 30-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.
სადებიუტო ტურნირი წარმატებული გამოდგა ირმა ზვერიაშვილისთვის. სპორტსმენმა რომელმაც დაახლოებით ორი თვეა აქტიური ვარჯიში დაიწყო, მკლავჭიდში მსოფლიო პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო. მემარცხენეთა შეჯიბრში ირმა ზვერიაშვილი მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა და საბოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.