25 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
"მე ეს ტაქტიკის ნაწილი მგონია" - გელა ნიკოლაიშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე, რომ სააკაშვილი შეიძლება საქართველოში დარჩეს სამკურნალოდ
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
 
ნიკოლაიშვილს ჰგონია, რომ ექსპრეზიდენტის დედის მსგავსი საუბარი ტაქტიკის ნაწილია.
 
"თეორიულად და სამართლებრივად ეს შესაძლებელია. როგორც ჩანს ტაქტიკაა, რომ - "ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილი რომ საქართველო დავტოვოთ, ამიტომ შესაძლებელია რომ აქაც დავრჩეთ". არ ვიცი, მე მაინც ეს ტაქტიკური ნაბიჯი მგონია, თუმცა რა თქმა უნდა, მთელი არსი იმაში მდგომარეობს მათი პოზიციის, რომ ქართული მედიცინა უძლურია უმკურნალოს ამ დაავადებებს," - აცხადებს ნიკოლაიშვილი. 
 
როგორც ექსპრეზიდენტის დედამ დღეს მედიასთან აღნიშნა, მათი თხოვნა სასჯელის გადავადებაა და როცა  მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ საქართველოშიც დარჩეს და აქ გააგრძელოს მკურნალობა.
დღის ამბები