25 აგვისტო 2026,   11:26
ვრცლად
პირველად გავიგეთ, რომ ბადრი ესებუა აქ იყო - რას ამბობენ ომიანე ჯიქიას მეზობლები, რომლის სახლსაც თავს ესებუა აფარებდა

ომიანე ჯიქიას მეზობლები ამბობენ, რომ მათ ჯიქიების ოჯახში არც ბადრი ესებუა და არც  სხვა უცხო პირი არ შეუნიშნავთ. 

"დილით შევნიშნე, რომ სპეცოპერაცია იყო. 5 საათზე ყოფილა სპეცოპერაცია. ბიჭი ადგა ადრე, დარეკა მეზობლებთან, რაშია საქმეო, უთხრეს, ბადრი ესებუა ყოფილა ომიანეს სახლში და აუყვანიათო. პირველად გავიგეთ, რომ ესებუა აქ იყო, არც მსმენია, რომ ნათესაური კავშირი ჰქონდათ ამათ. 

მივდივართ ყველა ერთმანეთთან, ნემსს ვუკეთებდით იმ მოხუც კაცს... არავინ შეგვიმჩნევია," - ამბობს მეზობელი. 

დღის ამბები