15 სექტემბერი 2026,   04:34
ვრცლად
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს - მამაკაცის აყვანის კადრები "კურიერმა " ექსკლუზიურად გადაიღო

სამართალდამცველებმა გვიან ღამით რუსთავში ​ნარკოდანაშაულში კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს. სპეცოპერაცია თოდრაძის ქუჩაზე ჩატარდა. მამაკაცის აყვანის კადრები "კურიერმა " ექსკლუზიურად გადაიღო.

სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცებულებები. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შენახვა, გადაზიდვის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი:ლიზა ჯიხვაძე

დღის ამბები