18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ის საქმის მასალებს არ გაცნობია.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო საკითხზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

"მას წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ბრალდების მხარეს საქმის მასალები ჯერ ჩვენთან ჯერ არ გაუცვლია. რაც შეეხება შერაცხადობას, ამას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა,"-აცხადებს ადვოკატი გვანცა შელია.

დღის ამბები