25 აგვისტო 2026,   07:36
ვრცლად
საპატრულო პოლიცია მობილიზებულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების გამო

შსს-ს საპატრულო პოლიცია მობილიზებულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების გამო, ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე.

ასევე, გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით.
შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები