02 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინს და რეჯეფთაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართება

უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართება - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა მზადება დაწყებულია.

პრეს-სპიკერის თქმით, როდესაც პუტინმა ერდოღანს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, პრეზიდენტებმა სწორედ მაშინ დაადასტურეს სურვილი, გამართონ ორმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში.

დღის ამბები