16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ - გიორგი ვაშაძე

ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია, აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ არცერთი დღე ბრძოლის გარეშე არ ჩაივლის.

დემონსტრანტები 11 მაისს დიდ, მშვიდობიან მანიფესტაციას აანონსებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს.

"უფრო და უფრო გავშალოთ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რაც მთავარია, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები