02 მაისი 2024,   06:19
ვრცლად
თბილისში საზაფხულო ბაგა-ბაღები ამოქმედდება, რომლებიც 17 000 აღსაზრდელს მოემსახურება - კახა კალაძის განმარტებით, ბაღები ტერიტორიული პრინციპით არის შერჩეული

პანდემიის შემდეგ, წელს პირველად, თბილისში საზაფხულო ბაღები იმუშავებს. როგორც მშობლები ამბობენ, ამ მოთხოვნით სააღმზრდელო დაწესებულებებს არაერთხელ მიმართეს. გადაწყვეტილება შეღავათი იქნება მათთვის, ვინც ზაფხულში ქალაქიდან გასვლას და ბავშვების გაყვანას ვერ ახერხებს.

საზაფხულო ბაღების პროექტით 17 000-მდე პატარა ისარგებლებს და მათ დედაქალაქში 45 ბაღი მოემსახურებათ. პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან ახალი თანამშრომლებიც.

კახა კალაძემ საზაფხულო ბაღების პროექტზე დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მერის განმარტებით, დაწესებულებები ტერიტორიული პრინციპითაა შერჩეული, რაც ხელმისაწვდომობას უფრო ზრდის.

მერიის ინფორმაციითვე, პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი სასწავლო დაწესებულებების მშენებლობაც.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20-დან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მშობლებს პატარების დარეგისტრირება ონლაინ, ვებგვერდის დახმარებით შეეძლებათ.

დღის ამბები